ახალი ამბები

აპატურაი: პირად საუბრებშიც დაგვარწმუნეს, რომ საქართველოს საგარეო კურსი არ შეიცვლება

17 ნოემბერი, 2014 •
აპატურაი: პირად საუბრებშიც დაგვარწმუნეს, რომ საქართველოს საგარეო კურსი არ შეიცვლება

აპატურაი ამბობს, რომ მისი აზრით, არ იქნება გასაკვირი ქართული საზოგადოებისთვის, რომ ბოლო მოვლენებმა, იმ მინისტრების ცვლილებამ, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ კავშირშია ევროინტეგრაციასთან, გააჩინა კითხვები წევრ სახელმწიფოებში.


“არ ვფიქრობ, რომ ეს კითხვები სერიოზულია, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების არჩევანია. NATO-ში საქართველოს ელჩმა მე მაშინვე მითხრა, რომ რაც უნდა მოხდეს, ქართულ საზოგადოებას ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია სურს. მე ვნახე თბილისის ქუჩებში გამოსული ხალხი ნატოს დიდი დროშებით, რომლებიც ძირითადად იმის გამო შეიკრიბნენ, რომ სურთ ქვეყნის ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და მათი სურვილია ქვეყანამ იაროს NATO-სკენ და ევროკავშირისკენ.”


NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თავად პრემიერისგანაც კიდევ ერთხელ მოისმინონ ეს.


“გენერალურ მდივანს ასევე სურს განიხილოს და იმსჯელოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საკითხზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ეს არის რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადებები აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით და შედგენილი პროექტი. ვფიქრობთ, რომ ეს ქმედებები არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა, შეთანხმებები დარღვევა, უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელიც პრობლემების გადაჭრას გადაავადებს. თუ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება რუსეთის იზოლაციისთვის გადასადგმელად. გეენრალური მდივანი ამ საკითხს სერიოზულად განიხილავს საქართველოს პრემიერთან.” 

 

ჯეიმს აპატურაი მაუწყებელთან საუბარში ყოფილ მინისტრების საკითხსაც შეეხო.

 

“ყოფილ მინისტრებთან ძალიან კარგი თანამშრომლობა მქონდა. მათ ძალიან წარმატებული რეფორმები გაატარეს. ვფიქრობ, ახალი მინისტრებიც იმავე შემართებით და ენთუზიაზმით შეუდგებიან საქმეს. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, ჩვენ NATO-ში გვაქვს პროგრამა. ირაკლი ალასანიამ გამოაგზავნა არსებითი პაკეტის შესრულების გეგმა. ჩვენ განვიხილეთ და დავამატეთ იდეები. ეჭვი არ მეპარება, ახალ მინისტრთან ამ გეგმით ვიმუშავებთ და მოხდება მისი იმპლემენტაცია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი