ახალი ამბები

IPRM-ის ფარგლებში ერგნეთში 50-ე შეხვედრა გაიმართა

17 ნოემბერი, 2014 • • 964
IPRM-ის ფარგლებში ერგნეთში 50-ე შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის თანაწამყვანები იყვნენ ტოივო კლაარი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, და ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ანჯელო გნაედინგერი. მათ მადლობა გადაუხადეს შეხვედრის მონაწილეებს დიალოგისთვის.

 

“რეგულარული შეხვედრები სამშვიდობო ქმედებების თაობაზე დიდად უწყობს ხელს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას”, – განაცხადა კლაარმა.

 

გნაედინგერმა მოუწოდა მონაწილეებს, რომ გააგრძელონ დიალოგი და იყონ ფოკუსირებული იმაზე, რომ საზოგადოება, რომელზეც გავლენას ახდენს კონფლიქტი, საგრძნობი შედეგი მიიღონ.

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მავთულხლართებსა და ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი გადაადგილების მონიტორინგის მექანიზებზე. საუბარი შეეხო კანონის აღსრულებაზე. მონაწილეებმა ისაუბრეს მომავალი ზამთრის პერიოდის შესახებ და საქონლის შეგროვების საკითხებზე. შემდეგი შეხვდრა 20 იანვარს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი