ჩვენ საქართველოსთან საზღვარი გვაქვს. რკინიგზა როგორც ჩვენს, ისე საქართველოს ტერიტორიას კვეთს. რუსეთის მხარე დაინტერესებულია, რომ სომხეთი ამ რკინიგზას მიებას. მაგრამ ამაში არ არის დაინტერესებული დასავლეთი და საქართველო. ამ პროექტის რეალიზაციით და საქართველოს მხრიდან აფხაზეთის აღიარების შემთხვევაში ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი სახსრების მიღებას შევძლებდით,”- აცხადებს რაულ ხაჯიმბა გამოცემა კავკაზსკი უზელთან ინტერვიუში.
აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთი ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც აფხაზეთის პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა გამოცემა კავკაზსკი უზელთან ინტერვიუში ეხება.
სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენისთვის და ამ კუთხით უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილება მიღებული, არ ადასტურებენ საქართველოს მთავრობაში.
![]() |
| |