ახალი ამბები

აშშ–ის არმიის გენერალი: ვაშინგტონში იარაღის შეძენაზე მოლაპარაკება შედგა

16 ნოემბერი, 2014 • • 1620
აშშ–ის არმიის გენერალი: ვაშინგტონში იარაღის შეძენაზე მოლაპარაკება შედგა

ამის შესახებ  აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაურმა დღეს თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: 


“ნამდვილად ვარ ინფორმირებული იმ საუბრების შესახებ, რომელიც გაიმართა გასულ კვირას ვაშინგტონში იარაღის შეძენასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, არ იქნება მიზანშეწონილი ჩემი მხრიდან ვისაუბრო იმ შეხვედრაზე, რომელიც შედგა ძალზე მაღალ დონეზე ჩემი ქვეყნისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის”, – განაცხადა ჰოდჯესმა. მან არ დააკონკრეტა პირები, რომლებიც შეხვედრაში მონაწილეობდნენ. 

 

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოჯესი იმყოფება. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ამერიკელ გენერალს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლეს.

შეხვედრის მთავარი თემა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები იყო. ხაზგასმით აღინიშნა ევროპაში აშშ-ის არმიასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობა.

 გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოჯესი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე
გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოჯესი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი