აქციის მონაწილეებმა ვარდების მოედანზე შეკრება 15 საათიდან დაიწყეს. ისინი საქართველოს, უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის დროშებითა და ტრანსპარანტებით მოდიოდნენ, რომლებიც რუსეთის საწინააღმდეგო გზავნილებს შეიცავდა.
17 საათზე ვარდების მოედანზე შეკრებილებს თავისუფალი ზონის წევრები შეუერთდნენ და მათ მსვლელობა დაიწყეს რუსთაველის გამზირისკენ, რომელიც პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი, რათა მსვლელობას პარლამენტის შენობისკენ ხელი არ შეშლოდა.
მსვლელობა ‘ნაციონალური მოძრაობის’ ლიდერების წინამძღოლობით, რომელსაც წინ მიუძღოდა ბანერი “STOP RUSSIA”, პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულ სცენასთან მისვლის შემდეგ იქ მყოფ სხვა ლიდერებს შეუერთდა.
აქვიას პარლამენტრი ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი გაბაშვილი მოდერატორობდა. სცენიდან პარლამენტის წინ შეკრებილებს დავით ბაქრაძემ, გიორგი ვაშაძემ, ირმა ნადირაშვილმა, ნიკა მელიამ მიმართეს. კიევში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სცენასთან დამონტაჟებული ეკრანის საშუალებით მიმართა აქციის მონაწილეებს, რომელიც მას “მიშას” ძახილით შეხვდნენ.
ყოფილი პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, საქართველოსა და ევროკაშირის ჰიმნების დასრულებისთანავე აქციის მონაწილეები დაიშალდნენ.
აქციის ‘არა ანექსიას’ მონაწილე მსვლელობის დაწყებამდე ვარდების მოედანზე საქართველოსა და უკრაინის დროშით მივიდა15.11.2014
აქციის ‘არა ანექსიას’ მონაწილეს უჭირავს ტრანსპარანტი. 15.11.2014
აქციის ‘არა ანექსიას’ მონაწილეები მიიჩნევენ, რომ რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსია სურს 15.11.2014
აქციის ‘არა ანექსიას’ მონაწილე იცვამს მაისურს ამავე სლოგანით, ვარდების მოედანზე მსვლელობის დაწყების წინ. 15.11.2014
აქციის ‘არა ანექსიას’ მონაწილე სკანდირებს ‘გაუმარჯოს საქართველოს’ 15.11.2014
მსვლელობას, რომელიც ვარდების მოედნიდან დაიწყო, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მიუძღოდნენ წინ. 15.11.2014
პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ‘არა ანექსიას’ ორგანიზატორები ეგებებიან მსვლელობის მონაწილეებს. 15.11.2014
‘არა ანექსიას’ მონაწილეებმა ვარდების მოედნიდან პარლამენტამდე მსველობა მოაწყვეს და აქცია პარლამენტის შენობის წინ გამართეს. 15.11.2014
აქციის ‘არა ანექსიას’ მონაწილეები დგანან პარლამენტის შენობის წინ. 15.11.2014
აქციის ‘არა ანექსიას’ მონაწილეები დგანან პარლამენტის შენობის წინ. 15.11.2014
დავით ბაქრაძე პარლამენტის წინ სიტყვით მიმართავს აქციის ‘არა ანექსიას’ მონაწილეებს. 15.11.2014
აქციის ‘არა ანექსიას’ მონაწილეები უსმენენ ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩართვას კიევიდან 15.11.2014
აქციის ‘არა ანექსიას’ მონაწილეები დგანან პარლამენტის შენობის წინ. 15.11.2014
აქციის ‘არა ანექსიას’ მონაწილეები დგანან პარლამენტის შენობის წინ. 15.11.2014
აქციის ‘არა ანექსიას’ მონაწილეს უჭირავს საქართველოს დროშა, პარლამენტის შენობის წინ. 15.11.2014