ახალი ამბები

ტყიბულში 55 წლის მუშა მიწის და ქვანახშირის მასის ქვეშ მოჰყვა

27 მაისი, 2019 •
ტყიბულში 55 წლის მუშა მიწის და ქვანახშირის მასის ქვეშ მოჰყვა

ტყიბულში, ქვანახშირის მომპოვებელ კარიერში 55 წლის მუშა მიწისა და ქვანახშირის მასის ქვეშ მოჰყვა [კარიერი სამთო საწარმოა, სადაც ღია მეთოდით მოიპოვებენ სასარგებლო წიაღისეულს, ამ შემთხვევაში, ქვანახშირს].

შემთხვევა 27 მაისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი