ახალი ამბები

თბილისში პარლამენტთან ანექსიის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

15 ნოემბერი, 2014 •
თბილისში პარლამენტთან ანექსიის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

აქციაზე უკვე სიტყვით გამოვიდნენ საპარლამენტო უმციროსების ლიდერები დავით ბაქრაძე, გოკა გაბაშვილი, ნიკა მელია, გიგა ბოკერია.


პარლამენტთან მისვლამდე გაიმართა აქციის მონაწილეების მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. აქციაში მონაწილეობენ არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები.


აქციის მონაწილეები აპროტესტებენ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ანექსიას, რაც გამოიხატება იმ ხელშეკრულებებში, რომლის გაფორმებასაც კრემლი აპირებს სოხუმთან და ცხინვალთან.

არა ანექსიას! - აქციის მონაწილეების მსვლელობა რუსთაველზე, 15.11.2014
არა ანექსიას! – აქციის მონაწილეების მსვლელობა რუსთაველზე, 15.11.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი