როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა გოდერძი ოთარაშვილმა განაცხადა, თუ ნაციონალური მოძრაობა “რუსთაველზე კარვებს გაშლის და აქციებს გააგრძელებს, ისინი ოფისს დატოვებენ და პარტიას დესტრუქციული ქმედებების უფლებას არ მისცემენ”.
““მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ საქართველოში უმრაცვლესობა ქართველი ერისა არ აღიარებს ნაციონალურ მოძრაობად წოდებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ჩვენ მათ ვაღიარებთ, როგორც ანტისახალმწიფოებრივ ანტიქართულ დესტრუქციულ ძალას, რომელთა ერთადერთი მიზანია ქვეყანაში გამოიწვიონ არეულობა, მოახდინონ დესტრუქცია და შემდგომ ის, რაც დარჩათ გასაყიდად და ჩასაბარებელი, ჩააბარონ და დააქუცმაცონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
ეს არის საქართველო, ჩვენ ვართ ქართველები. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, დავიცვათ ნებისმიერი საშუალებით, ნებისმიერი ხერხით ჩვენი უფლებები, ჩვენი საქართელო, ჩვენი მეობა, ჩვენი ღირსება,”– თქვა გოდერძი ოთარაშვილმა ოფისში დაბრუნების შემდეგ.
„სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ წევრები და მხარდამჭერები, „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო კონტრაქციის ფარგლებში, რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ, თუმცა პოლიციამ საშუალება არ მისცა, რომ გზა რუსთაველის გამზირისკენ გაეგრძელებინათ.