ახალი ამბები

გამწვანების აქცია თბილისის მერიის სამსახურების უფროსების და გამგებლების მონაწილეობით

15 ნოემბერი, 2014 •
გამწვანების აქცია თბილისის მერიის სამსახურების უფროსების და გამგებლების მონაწილეობით

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის და თბილისის მერიის ერთობლივი კვირეულის ფარგლებში 5 000-მდე ნერგი დაირგვება.


„თითოეულ ნარგავს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გვქონდეს გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთა დედაქალაქი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.  

 

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს, რომელიც, კვირეულის დასრულების შემდეგ, გამწვანებისთვის საჭირო ტექნიკურ მოწყობილობას თბილისის მერიას გადასცემს.

გამწვანების აქცია თბილისში, 15.11.2015
გამწვანების აქცია თბილისში, 15.11.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი