ახალი ამბები

ზესტაფონში რკინიგზის ორი თანამშრომელი დაშავდა

27 მაისი, 2019 • 1406
ზესტაფონში რკინიგზის ორი თანამშრომელი დაშავდა

ზესტაფონში რკინიგზის ორი თანამშრომელი, სავარაუდოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, ამჟამად არკვევენ მომხდარის გამომწვევ მიზეზებს, რის შემდეგაც განცხადებას გაავრცელებენ.

რკინიგზაში ამბობენ, რომ ორივე დაშავებული საავადმოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი