ახალი ამბები

ლაშა თორდია: აუდიტის სამსახური პოლიტიკურ პროცესებს ემიჯნება

14 ნოემბერი, 2014 • • 1431
ლაშა თორდია: აუდიტის სამსახური პოლიტიკურ პროცესებს ემიჯნება

ამის შესახებ ლაშა თორდიამ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა: 

 

“ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ და ნუ ხდება აუდიტის სამსახურის პოლიტიკურ პროცესებთან გაიგივება. აუდიტის სამსახურს არ წაუყენებია ბრალი და არ დაუსახელებია საქმის არც ერთი დეტალი თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში. ჩვენ ამ საქმეში გამოვჩნდით მას შემდეგ, რაც “ნდობის ჯგუფმა” მოითხოვა მასალები, რომლებსაც ერთი წელია და ოთხი თვეა ვსწავლობთ.” 

 

ლაშა თორდიას განცხადებით, აუდიტის სამსახური სამინისტროში 2013 წლის ივლისში შევიდა:

 

“თუ ვინმე ფიქრობს, ის გავთვალეთ, რომ ერიო წლის შემდეგ პრემიერ–მინისტრი მოხსნიდა ალასანიას და ამ მასალება გამოვიყენებდით, ეს არის სისულელე. ძალიან მაინტერესებს, რატომ დაადო ამ მასალებს გრიფი საიდუმლო თავდაცვამ და არ გაასაჯაროა. ჩვენ შევამოწმეთ “დელტა”. კვების საკითხები ვერ შევამოწმეთ. ფინანსების მართვის საკიხებია და შესყიდვების საქმის გასაიდუმლოება თავდაცვამ მოითხოვა. “ნდობის ჯგუფმა” უნდა მიმართოს პრემიერს, რომ ეს მასალები განსაჯაროვდეს და საზოგადოებისთვის გახდეს საჯარო. საზოგადოების მხრიდან ისმება კითხვები. კარგია, რომ პარლამენტი დაინტერესდა. ჩვენ მივაწოდებთ მასალებს და პარლამენტი გადაწყვეტს მათ განსაჯაროებას.” 

 

ლაშა თორდიას განცხადებით, აღნოშნული მასალების დეტალებზე ვერ ისაუბრებს: 

 

“მასალების სერიოზულობას განსაზღვრავს პროკურატურა, რომელიც არის ბრალდების მხარე. დეტალებს ვერ ვიტყვი. როცა ამ საქმეს მოეხსნება გრიფი, გადავა სასამართლოში და საქმეს გაეცნობიან ადვოკატები, დეტალები გახდება ცნობილი. რა დონეზე გაჩერდება გამოძიება, დეპარტმენტის თუ მინისტრიოს დონეზე, ამას მერე შევიტყობთ.”

 

 

ლაშა თორდია
ლაშა თორდია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი