აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის აპარატის პრესცენტრში ადასტურებენ. პრესცანტრში ბათუმელებს უთხრეს, რომ ინგა შამილიშვილი დღევანდელ ფესტივალზე რუსული დროშის გამოჩენის გამო დატოვებს თანამდებობას და გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ უკვე მიიღო.
26 მაისს, ფესტივალის „ოქროს დელფინის“ ფარგლებში 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობის დროს რუსული დროშებიც გამოჩნდა. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, რუსული დროშები ფესტივალის იმ მონაწილეებს ჰქონდათ, რომლებიც ეთნიკურად რუსები არიან. ფესტივალში რუსეთი ოფიციალურად არ მონაწილეობდა.
ფესტივალ „ოქროს დელფინის“ ორგანიზატორი აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინსიტროა.
ამ თემაზე:
http://batumelebi.netgazeti.ge/news/205648/