“მინდა გითხრათ მადლობა ვეტოს მხარდაჭერისთვის.  პარალელურად, აღვნიშნავ იმასაც, რომ, სხვათა შორის, პერსონალურ მონაცემთა მაღალ დონეზე დაცვა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვლმა.

 

საქართველოს პარლამენტმა 31 აგვისტოს პრეზიდენტის ვეტო გაიზიარა, რომელიც მან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონში  ცვლილების პროექტთან დაკავშირებით გამოიყენა.

 

პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, პარლამენტს 2014 წლის 1 დეკემბრამდე ექნება ვადა უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც განისაზღვრება უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოთა მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარული მიყურადებისას და ჩაწერისას, ინფორმაციის მოხსნისას და ფიქსაციისას სუბიექტთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების პროგრამულად, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვას და აღრიცხული მონაცემების დაცვას, აგრეთვე, აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი.

 

ამას გარდა, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტით, 2014 წლის 1 დეკემბრამდე შეუნარჩუნდება ე.წ. გასაღების ფლობის უფლება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *