მარგველაშვილის განცხადებით,  შსს–ს სისტემიდან უნდა მოხდეს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის გამოყოფა:  

 

 

“ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურების გამოყოფა, ქმედითი კონტროლის განხორციელება მათ საქმინობაზე გადაუდებელი აუცილებლობაა და ამ თვალსაზრისით პარლამენტის როლი განსაკუთრებულია. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი არის მმართველი კოალიციის პროგრამაში. ” 

 

მარგველაშვილმა პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების რეფირმირების აუცილებლობაზეც ისაუბრა: 

 

“ამასთან, განსაკუთრებით უნდა შევჩერდე პროკურატურის რეფორმირების საკითხზე. იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით, განმსაზღვრელია მისი ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამისათვის აუცილებელია გაბედული ნაბიჯების გადადგმა და მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. აქვე განსაკუთრებით აღვნიშნავდი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. ბოლო დროს ჩვენ ერთად გადავდგით ნაბიჯები ამ მიმართულებით. იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიციურებული რეფორმებით, თუნდაც უზეანაეს სასამართლოში მიუკერძიოებელი მოსამართლეების დანიშვნით.” 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *