ახალი ამბები

ჯონ ბასი კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს

14 ნოემბერი, 2014
ჯონ ბასი კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს

“გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო, რომელმაც საქართველოც და სიცოცხლეც ნაადრევად დატოვა. ჩვენ ხშირად ვერ ვთანხმდებოდით, მაგრამ ჩვენი დისკუსიები და დებატები ყოველთვის ფაქტებზე იყო დაფუძნებული. ისინი ორიენტირებული იყო ფუნდამენტალურ შეკითხვაზე, როგორ შეუძლია ყველას, ვისაც საქართველოს და მისი ხალხის ბედი ადარდებს, უზრუნველყოს, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს თავისუფლება, აირჩიოს საკუთარი მომავალი”, – ამბობს ჯონ ბასი.


ჯონ ბასი/მარინა რამაზაშვილის ფოტო
ჯონ ბასი/მარინა რამაზაშვილის ფოტო


საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, “თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი