ახალი ამბები

ტერეზა მეი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობას ტოვებს

24 მაისი, 2019 •
ტერეზა მეი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობას ტოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას მიმდინარე წლის 7 ივნისიდან დატოვებს. ის ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ ბრიტანელი კანონმდებლები პარტიის ახალ ლიდერს და ქვეყნის პრემიერს შეარჩევენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ტერეზა მეიმ თავის ემოციურ გამოსვლაში აღნიშნა, რომ გააკეთა “ყველაფერი, რაც შეეძლო”, რათა პატივი ეცა 2016 წლის რეფერენდუმის შედეგებისთვის, რომლის მიხედვითაც, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი უნდა დატოვოს.

ტერეზა მეის თქმით, მისთვის “დიდ გულისტკივილად” დარჩება ის ფაქტი, რომ ვერ შეძლო ბრექსიტის წარმატებული განხორციელება, თუმცა ამას სამჯერ შეეცადა ისე, რომ დაცული ყოფილიყო ბრიტანელთა სამუშაო ადგილები და ქვეყნის უსაფრთხოება. ტერეზა მეიმ სპეიცალურად გამართულ ბრიფინგზე ცრემლები ვერ შეიკავა.

ბრიტანელმა კანონმდებლებმა არაერთხელ ჩააგდეს ტერეზა მეის შეთავაზებული გეგმა ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით, რის გამოც ბრიტანეთი ამ დრომდე ვერ ახერხებს გაერთიანების დატოვებას. სწორედ ჩიხში შესული მოლაპარაკებები გახდა ტერეზა მეის გადადგომის მიზეზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი