თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ – ირაკლი შენგელია, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ კი მერაბ გაბინაშვილი დაინიშნა.
ირაკლი შენგელიას კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი, მერაბ გაბინაშვილს კი – 12-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობებზე წარმოდგენილი იყო სამი კანდიდატი – ამირან ძაბუნიძე, ირაკლი შენგელია და მერაბ გაბინაშვილი.
საერთო სასამართლოებში 43 ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეებს დღეს დაამტკიცებენ