პაშა ბანკმა „პრო ბონო მარათონი 2019-ში“ მიიღო მონაწილეობა. „პრო ბონო მარათონი 2019“ 23 მაისს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) და საქართველოს პრო ბონო ქსელის ორგანიზებით გაიმართა.
მარათონის ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები სოციალურ საწარმო „იალონს“ Facebook გვერდის გაუმჯობესებაში დაეხმარნენ. ამასთან, წინასწარ მომზადდა წლის განმავლობაში განსათავსებელი პოსტების ნაწილი და გაიწერა Facebook-ის მართვის სტრატეგია.
პაშა ბანკმა პრო ბონო მარათონში მონაწილეობა უკვე მესამედ მიიღო. 2018 წელს ბანკისა და მისი თანაგუნდელი ორგანიზაციების, ჯიპიაი ჰოლდინგისა და ჯეოლაბის თანამშრომლებმა საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია „საგასთვის“ ვებ გვერდი – sagango.ge შექმნეს. 2017 წელს კი პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის მიერ სოციალურ საწარმო „კოდალას“ პროდუქციის ონლაინ კატალოგი მომზადდა.
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.