“ხვალ, 12 საათზე, 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გაიმართება. თათბირზე ასევე მიწვეულები არიან პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანია ღონისძიების უსაფრთხო ჩატარების უზრუნველყოფის საკითხების განხილვა”, – ნათქვამია განცხადებაში.
15 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართება. დემონსტრანტები აფხაზეთსა და რუსეთს შორის ინიცირებულ შეთანხმების ტექსტს აპროტესტებენ.





