ახალი ამბები

სააკაშვილი 15 ნოემბრის აქციაზე: მნიშვნელოვანია ხალხი ამ აქციაზე გავიდეს

13 ნოემბერი, 2014 •
სააკაშვილი 15 ნოემბრის აქციაზე: მნიშვნელოვანია ხალხი ამ აქციაზე გავიდეს

სააკაშვილი განცხადებით, ეს ქვეყნის გადარჩენისთვის გამართული აქციაა და მასში მონაწილეობა აუცილებელია.

 

„მე მახსენდება, რომ 2008 წლის 1 სექტემბერს მილიონმა ქართველმა ჩაჰკიდა ერთმანეთს ხელი და დადგა ჯაჭვში. მაშინ პუტინი არ აპირებდა საქართველოს დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიიდან [ჯარის] გაყვანას. თქვენ გახსოვთ, თითქმის ნახევარი საქართველო ჰქონდა ოკუპირებული და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან ჯარი გაიყვანა, ჩემი აზრით, იყო ის, რომ საქართველოში ვერ იპოვა მეხუთე კოლონა და მილიონი ქართველი ჩადგა ჯაჭვში და მიხვდა, რომ იმ ტერიტორიაზე, ყოველ შემთხვევაში ამ ჩვენი ორი ძირძველი მიწის  იქით, მას იმ მომენტში აღარ დაედგომებოდა“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. 

 

მისი თქმით, დღეს, როგორც არასდროს, ძლიერია მეხუთე კოლონა.


“დღეს არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც მზად არიან, რომ მას უცეკვონ და უმღერონ. პუტინმა ნოღაიდელთან შეხვედრის შემდეგ თავის უშიშროების საბჭოზე თქვა, რომ ქართველებს დიდხანს კონცენტრირება არაფერში არ შეუძლიათ. დღეს მას ჰგონია, რომ საქართველოს საბოლოოდ დაკარგული აქვს სახელმწიფოებრივი იმუნიტეტი და ეს არის ძალიან ადვილი ლუკმა. დამპყრობლის ამ ილუზიის გასაფანტად  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ამოიღოს ხმა“, – აღნიშნა სააკაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი