ახალი ამბები

რამზან კადიროვის ინფორმაციას თარხან ბათირაშვილის მოკვლის შესახებ პანკისში უარყოფენ

13 ნოემბერი, 2014 • • 1141
რამზან კადიროვის ინფორმაციას თარხან ბათირაშვილის მოკვლის შესახებ პანკისში უარყოფენ



თუმცა ნეტგაზეთის წყაროს ცნობით, პანკისში ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ არაფერი სმენიათ. ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას კადიროვზე დაყრდნობით მხოლოდ რუსეთში ბაზირებული მედიასაშუალებები ავრცელებენ.



თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი, ჯიჰადისტური მოძრაობა ISIS-ის ერთ-ერთი სამხედრო მეთაურია, რომელიც აშშ-მა ტერორისტების სიაში შეიყვანა. იგი წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. სირიაში წასვლის შემდეგ ბათირაშვილი დასავლეთის ქვეყნებთან ერთად რუსეთს და პირდად რამზან კადიროვსაც დაემუქრა. 


11 ნოემბერს გამოცემა freerepublic.com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ქალაქ მოსულში განხორციელებულi საჰაერო შეტევის შედეგად შესაძლოა ‘ისლამური სახელმწიფოს” ხელმძღვანელი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაიღუპა, თუმცა ჯერჯერობით არც ეს ინფორმაცია დასტურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი