რატომ უნდა დავაბრუნოთ? თუ შეიძლება, დაიტოვეთ ის აქ სადმე, ვისაც უნდა, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვას იმის შესახებ, თუ რას იტყოდა სააკაშვილის მომავალზე, როგორ დააბრუნებენ მას უკან?
“მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აღარ დგას ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში. მისი დრო წავიდა და მან ნამდვილად ვერ მოახერხა საკუთარი თავის რეაბილიტაცია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას არ ეშინია, რომ რეჟიმის შეცვლის შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე დადგება.
“მე არ ვაკეთებ არაფერს ისეთს, რაც სააკაშვილმა გააკეთა. ასე რომ, მე საერთოდ არ მაქვს ასეთი სახის შიშები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ, როდესაც ძალაუფლება გვაქვს და თუ ზღვარს გადავალთ, უნდა ვიცოდეთ, რა იქნება შედეგი. და ისევ, მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი სააკაშვილი საქართველოსთვის პრობლემაა. და შესაძლოა მას უკრაინა ელოდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პროკურატურას მიხეილ სააკაშვილზე ძებნა აქვს გამოცხადებული. მისი ექსტრადირების მოთხოვნით საქართველომ 2017 წელს უკრაინას ოფიციალურად მიმართა.