ზემოხსენებული გამოკითხვა ნეტგაზეთის ვებგვერდზე მიმდინარეობდა (3 ნოემბრიდან) და მასში მონაწილეობა 1556-მა მომხმარებელმა მიიღო. გამოკითხულთა 87,85 პროცენტი საკრებულოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, 9,06 პროცენტი ეთანხმება, ხოლო 3,08 პროცენტს ამ საკითხზე თავისი პოზიცია არ აქვს.
ერთი IP მისამართიდან ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ იყო შესაძლებელი. გამოკითხვა არ ასახავს მოსახლეობის აზრს, რადგან ის მხოლოდ ნეტგაზეთის ვებგვერდზე მიმდინარეობდა.
თბილისში, ქ.ჩოლოყაშვილისა და ბ.ხმელნიცკის ქუჩის ნაწლის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სახელი რამდენიმე დღის წინ შეეცვალა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი ეწოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი კი საბურთალოზე, იპოდრომთან მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას დაერქვა.
