ახალი ამბები

ფარცხალაძე – თორდიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

23 მაისი, 2019 •
ფარცხალაძე – თორდიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება ლაშა თორდიას, ის საქართველოში არ იმყოფება და სავარაუდოდ, სკაიპით გამოკითხავენ.

ლაშა თორდიამ, რომელიც გენერალური აუდიტორის პოსტს იკავებდა, 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს. თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. თავად ფარცხალაძემ ბრალდებები უარყო. შსს-მ გამოძიება იმავე დღეს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 22 მაისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთარ ფაცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.

წელიწადნახევრის შემდეგ, 2018 წლის 5 ნოემბერს, მთავარმა პროკურატურამ ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო და ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარუდგინა. ორივე ბრალდებულს აღვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარიანი გირაოთი შეეფარდათ.

ამავე თემაზე:

შსს-მ თორდიასა და ფარცხალაძის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი