ახალი ამბები

მცხეთასთან ავარია მოხდა, დაშავდა 2 ბავშვი

23 მაისი, 2019 •
მცხეთასთან ავარია მოხდა, დაშავდა 2 ბავშვი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, მცხეთასთან ავტოავარია მოხდა, რა დროსაც 2 ბავშვი დაშავდა. ორივე არასრულწლოვანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ში ამბობენ, რომ ავარიის დროს მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. მძღოლმა, სველი საფარის გამო, ვერ შეძლო საჭის დამორჩილება და ხეს შეეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი