“დეტალურად ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რომელიც არის რეგიონში და თუნდაც მსოფლიოში და, რასაკვირველია, რეგიონალურ პრობლემებზე, რომელიც შეეხება უკრაინაში კრიზისს, რომელიც ეხება რუსეთთან ურთიერთობის თემას და განსაკუთრებით, ახალ სიტუაციას აფხაზეთის და ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მცდელობასთან, მოახდინოს ანექსია. ბატონმა ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა იყოს ძალიან აქტიური პარტნიორი, იყოს ჩართული მაქსიმალურად და ჩვენ უაღრესად ვაფასებთ რჩევებს, მხარდაჭერას ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან,”- განაცხადა მედიასთან საუბარში თამარ ბერუჩაშვილმა რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრის შემდეგ დღეს, 13 ნოემბერს. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *