ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას ორგანიზაცია “Human Rights Watch” ეხმიანება. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური დივიზიის წარმომადგენელი კომპანიას მიმართავს, პროტესტის მონაწილეებს მოუსმინოს, სახელმწიფოს კი შრომითი კანონმდებლობის დახვეწისკენ მოუწოდებს.
“მანგანუმის კომპანიამ ყურადღებით უნდა მოისმინოს დასაქმებულთა საჩივრები და გადადგას ნაბიჯები უსაფრთხო და სამართლიანი სამუშაო პირობებისათვის. საქართველომ თავისი შრომის კოდექსი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს უნდა გაუთანაბროს და დანერგოს სრულყოფილი შრომითი ინსპექცია, თავისი ძალითა და რესურსებით, შრომითი უფლებების მონიტორინგისა და აღსრულებისთვის”, – წერს HRW.
ჭიათურაში დასაქმებული მაღაროელები 1 კვირაა, გაფიცულები არიან. დასაქმებულები “ჯორჯიან მანგანეზისგან” ხელფასების 50 პროცენტით მომატებას ითხოვენ.
მდიდარი ქალაქის ღარიბი ცხოვრება – შეწყვეტილი პროტესტი ჭიათურაში