ახალი ამბები

ნატო: რუსეთის სამხედრო ტექნიკა და ჯარი უკრაინაში შევიდა

12 ნოემბერი, 2014 •
ნატო: რუსეთის სამხედრო ტექნიკა და ჯარი უკრაინაში შევიდა

“რუსული ტანკები, არტილერია, საჰაერო თავდაცვითი სისტემები და საბრძოლო ჯარები შევნიშნეთ”,- ამბობს “ნატოს” გენერალი ფილიპ ბრიდლოვი.

რუსეთი მუდმივად უარყოფს ინფორმაციას აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების დასახმარებლად ჯარების გაგზავნის შესახებ. თუმცა თავად ამბოხებულები ამბობენ, რომ რუსეთიდან “მოხალისეები” ეხმარებიან, წერს ბიბისი.

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკში დღეს, 10 ნოემბერს არტილერიამ ცეცხლი გახსნა. ჯერჯერობით უცნობია, რომელმა მხარემ   გახსნა ცეცხლი. ბიბისი წერს, რომ  მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ქალაქ ლუგანსკში შეტაკებები მიმდინარეობს, რის შედეგადაც ერთ უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ერთიც დაშავდა.

ბრიდლოვის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი ჯარების შეყვანა რეგიონში უფრო სტაბილურ და გრძელვადიან გამაგრებას უკავშირდება.

4 000 მეტი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც 2014 წლის აპრილიდან რუსეთის საზღვართან ბრძოლები მიმდინარეობს, მართალია 5 სექტემბერს მინსკში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო, მაგრამ ამ შეთანხმების დადების შემდეგ 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი