“საქართველოსა და ყაზახეთის უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საწინდარია. ჩვენ ვართ დაინტერესებული კერძო სექტორის დონეზე კავშირები აღდგეს, განვითარდეს სავაჭრო და ეკონომიკური თანაშრომლობა გაღრმავდეს”, – განაცხადა პრემეირმა ყახაზეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო დაინტერესებულია საქართველოსა და ყაზახეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტების პოპულარიზაციით, მეცნიერების, განათლების, ინფორმატიკის, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობით.
კარიმ მასიმოვი, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მისი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნის გაფართოება.
“დაინტერესებული ვართ კავშირების გააქტიურებით. ისეთი პრიორიტეტული საკითხებით, როგორიცაა ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, აგრომრეწველობა, ტურიზმი და სხვა სფეროები. დღეს უმთავრესი საკითხია სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნის გაფართოება, აუცილებელია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სწრაფი დასრულება. რომელიც უზრუნველყოფს ყაზახური პროდუქციის გასვლას ევროპაში და ქართული პროდუქციის შემოსვლას ყაზახეთში”, – ამბობს ყაზახეთის პრემეირ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით დღეს ჩავიდა. იგი ყაზახეთის პრეზიდენტს, პრემიერსა და მთავრობის წევრებს შეხვდა.
