ახალი ამბები

Forbes Georgia: გადმოგვცეს თეა წულუკიანის „მითითება,“ აღარ გავუგზავნოთ ჟურნალი

12 ნოემბერი, 2014 • • 1665
Forbes Georgia: გადმოგვცეს თეა წულუკიანის „მითითება,“ აღარ გავუგზავნოთ ჟურნალი

“Forbes Georgia-ს თანამშრომლის კითხვას – ბოლო ნომრის ყდა ხომ არ გახდა ამის მიზეზი? – მინისტრის თანაშემწემ, ნონა მეტრეველმა უპასუხა – „არა მარტო“ და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მინისტრი უარს ამბობს რომელიმე ბეჭდური გამოცემის მიღებაზე.” 

Forbes Georgia-ს ბოლო, ნოემბრის ნომრის ყდაზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოა.


იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, მარიამ სხილაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის და გაარკვევს.  

 

 

 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი