დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გიორგი ბარამიძემ დასვა შეკიხთვა, თუ ვინ არიან ის პარლამენტარები, რომლებიც ქართულ ოცნებაში გადავიდნენ და შექმნეს ფრაქცია “მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისთვის”.
“რა ხალხია ეს, უკაცრავად, ვინ არიან?” – იკითხა გიორგი ბარამიძემ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.
დავით უსუფაშვილმა გიორგი ბარამიძესა და მიხეილ მაჭავარიანს მიმართა თხოვნით, რომ კოლეგების მიმართ უფრო კორექტულები იყვნენ.
“ძალიან გთხოვთ, რომ კოლეგებმა კოლეგების მიმართ მიმართვის ფორმა ცოტა უკეთ შევარჩიოთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
გიორგი ბარამიძემ განმარტა, რომ მას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და მხოლოდ ის იკითხა, თუ რომელი პარლამენტარები გაწევრიანდნენ ახალ ფრაქციაში.





