მთავრობის განკარგულების მიხედვით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების ორი მიწის ნაკვეთი გარკვეული პირობების სანაცვლოდ გადაეცა “მეღვინეობა ხარებას”, კერძოდ, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 წლის ვადაში, გადაცემული ქონების საერთო ფართობის არანაკლებ 70%-ზე საფერავის ჯიშის ვაზი უნდა გააშენოს კომპანიამ და ამისთვის არანაკლებ 1 018 700 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს ამავე ვადაში.
შპს “მეღვინეობა ხარებას” ერთ-ერთმა მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ხარებავამ “ქართულ ოცნებას” 2014 წლის პირველ ორ თვეში 37 353 ლარი შეწირა. ამდენივე შემოწირულობა გაიღო “ქართული ოცნებისთვის” “მეღვინეობა ხარებას” კიდევ ერთმა მოწილემ და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ ლიპარტიანმა.