ახალი ამბები

“სიმინდის კუნძულის” აშშ-ში პიარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება

12 ნოემბერი, 2014 •
“სიმინდის კუნძულის” აშშ-ში პიარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ფილმის “პიარკამპანიის საწარმოებლად საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად  კულტურის სამინისტროს145 140 ლარი გამოუყო.

 

“სიმინდის კუნძული” არის რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მხატვრული ფილმი, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტს ეხება. სიმინდის კუნძულის ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვის ვარის კინოფესტივალზე 9 ივლისს შედგა, სადაც ფილმმა კინოფესტივალის მთავარი პრიზი მოიპოვა.

 

“სიმინდის კუნძული” საქართველომ ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინაციაზე წარადგინა.

სიმინდის კუნძული; ფოტო: ფილმის ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან
სიმინდის კუნძული; ფოტო: ფილმის ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი