ახალი ამბებიეკონომიკა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში 2 თეთრით გაუფასურდა

21 მაისი, 2019 •
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში 2 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 22 მაისიდან ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში 2 თეთრით გაუფასურდება.

22 მაისიდან 1 აშშ დოლარი 2.7676 ლარი ეღირება, ხოლო 1 ევროს ფასი 3.0848 ლარამდე გაიზრდება.

კონკრეტულად, ეროვნული ბანკის ახალი მონაცემებით, ხვალიდან ლარი დოლართან მიმართებაში 0.0206 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0205 პუნქტით გაუფასურდება.

დღეს, 21 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.7470 ლარია, ხოლო 1 ევრო 3.0643 ლარი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი