ახალი ამბები

ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა ახალ მინისტრზე: მივესალმები პრინციპული ადამიანების დაწინაურებას

11 ნოემბერი, 2014 •
ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა ახალ მინისტრზე: მივესალმები პრინციპული ადამიანების დაწინაურებას

როგორც ფანჯიკიძემ რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში სტუმრობისას განაცხადა, იგი ამ საკითხზე დამატებით შეფასებას არ გააკეთებს.

 

ფანჯიკიძის თქმით, როდესაც იგი მინისტრის პოსტიდან გადადგა, არც ბერუჩაშვილისთვის და არც სხვა რომელიმე მოადგილისათვის უწყების მასთან ერთად დატოვება არ უთხოვია:

 

“მე საუბარი მქონდა, იყო დავით ზალკალიანთ, ალექსი პეტრიაშვილთ, ირკალი ალასანიასთან, ჩვენ გქვონდა გარკვეული კონსულტაციები, რადგანაც ამ ამბავს ვარჩევდით. არავისთან სხვასთან ამის თაობაზე საუაბრი არ მქონია. მე მგონი, არავინ ელოდა, რომ მე სხვა ნაბიჯს გადავდგამდი, როდესაც ირაკლი ალასანია მოხსნეს თანამდბეობიდან. მეორე დილას მე მივედი სამსახურში და არა მხოლოდ ჩემს მოადგილეებს, არამედ მთლიანად კოლეგიას, რომელშიც შედიან დეპარტამენტის დირექტორები, საგანგებო დავალებათა ელჩები, გამოვუცხადე ჩემი გადაწყვეტილება. არც ერთი მოადგილისა და ელჩისთვის არ მითხოვია ჩემთან ერთად წამოსვლა. ყველა იყო თავისუფალი თავის არჩევანში და ყველამ გააკეთა თავისი არჩევანი”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.


ყოფილი მინისტრის თქმით, მეორე დილას მას დაურეკა თამარ ბერუჩაშვილმა და უთხრა, რომ იგი ესაუბრა პრემიერს და გადაწყვიტა, რომ მოადგილის თანამდებობაზე დარჩეს. ფანჯიკიძის განცხადებით, ბერუჩაშვილის მიერ გადაწყვეტილების შეცვლამ მისი გაკვირვება გამოიწვია.


თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირაში მაია ფანჯიკიძეს მოადგილე იყო, თანამდბეობიდან ამ უკანასკნელთან ერთად გადადგა ევროატლანტიკური საგარეო კურსისათვის შექმნილი საფრთხის მოტივით, თუმცა შემდეგ ჯერ მინისტრის მოადგილის თანამდბეობაზე დაბრუნდა, ხოლო დღეს პრემიერ-მინისტრმა იგი დააწინაურა და საგარეო საქმეთა მინისტრად დაასახელა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი