ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილი თამარ ბერუჩაშვილს ახალ პოსტზე პირველ რიგში პრინციპულობას უსურვებს

11 ნოემბერი, 2014 •
ალექსი პეტრიაშვილი თამარ ბერუჩაშვილს ახალ პოსტზე პირველ რიგში პრინციპულობას უსურვებს

“ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს პირველ რიგში ვუსურვებ პრინციპულობას, ამ თვისების გამოვლენა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია და მას ეს დასჭირდება”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.


საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა. იგი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა.


თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირაში მაია ფანჯიკიძეს მოადგილე იყო, თანამდბეობიდან ამ უკანასკნელთან ერთად გადადგა ევროატლანტიკური საგარეო კურსისათვის შექმნილი საფრთხის მოტივით, თუმცა შემდეგ ჯერ მინისტრის მოადგილის თანამდბეობაზე დაბრუნდა, ხოლო დღეს პრემიერ-მინისტრმა იგი დააწინაურა და საგარეო საქმეთა მინისტრად დაასახელა. როგორც გაირკვა, ბერუჩაშვილმა თავისი მოსაზრებები პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ შეცვალა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი