ახალი ამბები

შერატონ მეტეხი პალასი თბილისში 2016 წლამდე დაიხურება

11 ნოემბერი, 2014 •
შერატონ მეტეხი პალასი თბილისში 2016 წლამდე დაიხურება

“შერატონის განახლების 25-მილიონიანი პროექტის განსახორციელებლად სასტუმრო 2014 წლის 1 დეკემბრიდან დაიხურება და 2016 წლის დასაწყისში გაიხსნება. სასტუმროს ტრანსფორმაცია ისეთ ადგილად, რომელიც გამოცდილ მოგზაურებს უმაღლესი დონის მომსახურეობებს შესთავაზებს, შესაძლებელი გახდება რას ალ ხაიმას მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად. გასათვალისწინებელია, რომ რას ალ ხაიმას მთავრობა 2007 წლიდან სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ მფლობელია. სასტუმროს, რომელიც 1989 წელს გაიხსნა და ქალაქის ერთ–ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ექნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და კეთილმოწყობილი ფიტნეს და სპა სივრცეები, აგრეთვე, ახალი რესტორნები, ბარები და ექსკლუზიური ლაუნჯები. სასტუმროს საკონფერენციო და ღონისძიებათა ცენტრი კიდევ უფრო გაფართოვდება, ხოლო კომფორტი, რომელსაც ის სთავაზობს სტუმრებს, კიდევ უფრო დაიხვეწება ამ სფეროში არსებული უკანასკნელი მიღწევებითა და „შერატონის“ ბრენდის ხელწერად ქცეული უნიკალური მომსახურებით”, – ნათქვამია შერატონის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ დაგეგმილია სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახების სრული რეკონფიგურაცია:

 

“სასტუმრო გახსნის შემდეგ მომხმარებელს 220 ფეშენებელურ საკლუბო და ლუქსის ტიპის ნომერს შესთავაზებს. „სტუმრები ახალ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასს“ კვლავაც იცნობენ მისი სავიზიტო ნიშნით – გრანდიოზული ფოიეთი, თუმცა ის სრულიად სახეცვლილი იქნება“, – განაცხადა „სტარვუდ ჰოტელს & რეზორთსის“ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონალურმა მენეჯერმა კლაუს ბრანდშტეტერმა.

„სასტუმროს ყველა კეთილმოწყობის საშუალება, მისი ნომრები და საზოგადოებრივი ადგილები ძირეულად ტრანსფორმირდება და დაიხვეწება. ჩვენ დიდად ვაფასებთ რას ალ ხაიმას მთავრობის მიერ განხორციელებულ ამ მაშტაბური ინვესტიციას, რომელიც სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასს“ ღირშესანიშნაობად აქცევს, როგორც მეპარტრონისათვის, ასევე, მთელი საქართველოსთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი