საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისის საღამოს თბილისში, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, მოსახლეობიდან უწყებაში 36 ზარი შევიდა. საგანგებოში ამბობენ, რომ ზარების უმეტესობა შენობების დატბორვას ეხებოდა.
უწყების ინფორმაციით, ზარებს შორის რამდენიმე ეხებოდა წაქცეულ ხეებს. შემთხვევის ამსახველ ფოტოებს დღეს ფეისბუკზე რამდენიმე მომხმარებელიც ავრცელებს.
რაც შეეხება ზიანს, საგანგებოში ამბობენ, რომ არცერთი შენობა მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.