საგანელიძის თქმით, დღეს, უმრავლესობასთან შეხვედრის დროს, მოხდა მინისტრობის ახალი კანდიდატების განხილვა და პრემიერის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა უმრავლესობის დეპუტატების სრული მხარდაჭერა მიიღეს. თუმცა დეპუტატები არ აკონკრეტრებენ იმ ადამიანების ვინაობას, ვისაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრებად წარადგენს.


ამ დროისთვის ვაკანტურია ორი მინისტრის თანამდებობა: საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მაია ფანჯიკიძე, ხოლო ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ალექსი პეტრიაშვილმა მას შემდეგ დატოვეს, რაც თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია დაითხოვა მოადგილეებთან ერთად.

 

ალასანიას ნაცვლად თავდაცვის მინისტრად პრემიერმა მინდია ჯანელიძე დანიშნა, რომელიც ამ დრომდე მოადგილეების გარეშე მუშაობს. ხოლო ფანჯიკიძისა და პეტრიაშვილის შემცვლელებს ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 17:00 საათზე წარადგენს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *