11:00 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე სტუდენტთა მოთხოვნით სამინისტროში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.
11:00 – თბილისის მერი დავით ნარმანია 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში, ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტი, ანა კიკნაძე სპაციალურ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას ოჯახური ძალადობის პრევენციის ფაქტებზე სასამართლო სტატისტიკას გააცნობს.
11:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში, სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის წარმომადგენლები ბრიფინგს გამართავენ.
თემა: “აქვს თუ არა “ნაციონალურ მოძრაობას” 15 ნოემბერს რუსთაველზე აქციის გამართვის უფლება – მიმართვა პრემიერ-მინისტრს”.
11.30 – საქართველოს სახალხო დამცველი ოქტომბრის თვის საინფორმაციო ბიულეტენს წარმოადგენს და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხებს.
11:30 -“პირველ პრესკლუბში” პარტია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს.
12:00 – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლო პროცესის დროს, სამართალდამცავების მხრიდან მოწმეზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00 – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
12:00 – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება. პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
12:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ბრიფინგს გამართავს
12:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
13:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია პრესკონფერენციას გამართავს.
14.00 – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდება.
15:00 – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქართველ პოეტსა და მწერალს, ბესიკ ხარანაულს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტროს სპეციალურ ჯილდოს, ხელოვნების ქურუმს გადასცემს.
15:30 – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
16:00 – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი