როგორც ქეცბაიამ პირველი არხის გადაცემა “არენაში” სტუმრობისას განაცხადა, იგი ამის პირობას დებს.
თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში 2009 წლიდან მუშაობს. მას გუნდთან კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე აკავშირებს და წელიწადში 2,5 მილიონ ლარს იღებს ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტიდან.
მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ნაკრებმა ქეცბაიას ხელმძღვანელობით სამი მატჩი გამართა, აქედან ორი წააგო (შოტლანდიასა და ირლანდიასთან) და ერთი მოიგო (გიბრალტართან). მომდევნო მატჩს ნაკრები პოლონეთთან გამართავს თბილისში 14 ნოემბერს.