ახალი ამბები

ქეცბაია: პოლიტიკა რომ მდომოდა, ახლა ევროპარლამენტში ვიჯდებოდი

11 ნოემბერი, 2014 •
ქეცბაია: პოლიტიკა რომ მდომოდა, ახლა ევროპარლამენტში ვიჯდებოდი


“რატომ ვარ აქ? ჩამომიყვანეთ ამ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი გაპარტახებული იყო. გამიწოდეთ დახმარების ხელი. დავტოვე ყველაფერი- ოჯახი, სახლი, კარი, ჩამოვედი და როგორ მომექცა ქვეყანა? მე წინა მთავრობამ ჩამომიყვანა სახელმწიფო პროგრამით. ამათ ჰგონიათ, რომ მე ნაციონალი ვარ, და არავითარი კავშირი არ მაქვს არც ნაციონალებთან, არც ოცნებასთან და არც ლეიბორისტებთან. თქვენ, კაი ხალხო, პოლიტიკა რომ მდომოდა, ახლა ვიქნებოდი ევროპარლამენტში… ევროპარლამენტში ვიჯდებოდი, რომლისთვისაც აქ დღეს ჩვენი პარლამენტარები კი არა, ალბათ, მთელი საქართველო ხელებს და ფეხებს დადებდა, მაგრამ მე აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ დამიძახეს”, – განაცხადა ქეცბაიამ და დასძინა, რომ ამ “სახელმწიფო პროგრამიდან მხოლოდ ის მოიშორეს”, რადგან პროგრამით რაგბის და სხვა ეროვნული ნაკრები გუნდების მწვრთნელების დაფინანსება გრძელდება.


მისივე თქმით, საქართველოში ფეხბურთის პრობლემა მხოლოდ ნაკრებით არ შემოიფარგლება და იმისათვის, რომ შედეგი იქნას მიღწეული, საჭიროა ფუნდამენტის ჩაყრა, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული.


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა 28 იანვარს ფეხბურთის ფედერაციას წერილით მიმართა, რომ წელიწადში 2.5 მილიონი ლარის გადახდა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იღებს, სამინისტროსთვის მიზანშეწონილი არაა. ამის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ თემურ ქეცბაიას ხელფასს ფეხბურთის ფედერაცია გადაუხდის, ხოლო მწვრთნელის ხელფასისთვის სპორტის სამინისტროდან გამოყოფილი თანხები ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას მოხმარდება. 


თემურ ქეცბაია - ფოტო: EPA/ORESTIS PANAGIOTOU
თემურ ქეცბაია – ფოტო: EPA/ORESTIS PANAGIOTOU

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი