ახალი ამბები

კერძო ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, საზმაუსი 52%-ით შემცირდა – GNCC

20 მაისი, 2019 • 1399
კერძო ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, საზმაუსი 52%-ით შემცირდა –  GNCC

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNCC) ცნობით, მაუწყებლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა. ასევე, გაზრდილია  კომერციული რეკლამისთვის დათმობილი დროც, კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, სარეკლამო დრო 25%-ით არის გაზრდილი.

როგორც GNCC აცხადებს, სარეკლამო შემოსავლების ზრდა ფიქსირდება ყველა ეროვნულ მაუწყებელში, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რომელსაც 52%-იანი კლება აქვს. მარეგულირებლის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს კლება მას შემდეგ დაუფიქსირდა, რაც „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილება შევიდა ძალაში  და არხს კომერციული რეკლამის ლიმიტი გაეზარდა.

ტელევიზიების ჯამური შემოსავლები, რომლებიც რეკლამასთან ერთად შეიცავს სხვა ტიპის შემოსავლებსაც, ასე გადანაწილდა (ზრდა ან კლება ნაჩვენებია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით):

  • პალიტრა ტვ – 121 320 ლარი (სარეკლამო შემოსავლების ზრდა 216%);
  • რუსთავი 2 – 5 585 550 ლარი (სარეკლამო შემოსავლების ზრდა 27%);
  • სტუდია მაესტრო – 46 782 ლარი (სარეკლამო შემოსავლების ზრდა 13%);
  • ტელეიმედი – 4 278 240 ლარი (სარეკლამო შემოსავლების ზრდა 4%);
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი  – 20.2 მილიონი ლარი (ამ თანხის ძირითადი ნაწილი საბიუჯეტო დაფინანსებაა. სარეკლამო შემოსავლის კლებამ შეადგინა 52%);
  • ტვ პირველი – 639 181 ლარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი