ახალი ამბები

51-ე სკოლასთან დაჭრის ფაქტი არ დასტურდება, დავიწყეთ გამოძიება – შსს

20 მაისი, 2019 • 721
51-ე სკოლასთან დაჭრის ფაქტი არ დასტურდება, დავიწყეთ გამოძიება – შსს

შსს-ს ინფორმაციით, მოზარდების ჩხუბში, რომელიც 51-ე სკოლასთან მოხდა, დაჭრის ფაქტი არ დასტურდება.

უწყება ამბობს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა სხვა ინფორმაცია, მათ შორის, არიან თუ არა დაშავებულები, ამ დროისთვის უცნობია.

51-ე სკოლის მიმდებარედ, სადაც წელიწადნახევრის წინ ხორავას ქუჩაზე დათო სარალძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა მოხდა, მოსწავლეებმა დღეს 20 მაისს კვლავ იჩხუბეს.

რუსთავი 2-თან თვითმხილველები ამბობენ, რომ ადგილზე ბევრი ხალხი, უმეტესად კი სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი