51-ე სკოლის მიმდებარედ, სადაც წელიწადნახევრის წინ ხორავას ქუჩაზე დათო სარალძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა მოხდა, მოსწავლეებმა კვლავ იჩხუბეს.
რუსთავი 2-თან თვითმხილველები ამბობენ, რომ ადგილზე ბევრი ხალხი, უმეტესად კი სკოლის მოსწავლეები იყვნენ.
შსს-ს ინფორმაციით, ჩხუბი სკოლის მიმდებარედ მოხდა, ამ დროისთვის კი ადგილზე მოკვლევა მიმდინარეობს. სხვა ინფორმაცია ჯერ არ საჯაროვდება. ასევე უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.
[ინფორმაცია განახლდება]