NDI-ის კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 20 მაისს გამოქვეყნებული კვლევით, მოსახლეობის 14% პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ამბებს არაქართულენოვან ტელეარხებზე ეცნობა.
ყველაზე პოპულარული ხუთი არაქართულენოვანი ტელეარხიდან ოთხი რუსულია. ამ ტელეარხებსა და მათ სარედაქციო პოლიტიკას ძირითადად აკონტროლებს რუსეთის ხელისუფლება. პოპულარობით მხოლოდ მეხუთე ადგილზეა ამერიკული ტელეარხი CNN.
საქართველოს იმ მოსახლეობაში, რომელიც არაქართულენოვან არხებს უყურებს, ტელეარხების რეიტინგი პროცენტულად ასე გადანაწილდა: