“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილის სექსისტურ განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ქალი პოლიტიკოსები თავდასხმის ობიექტები ხშირად ხდებიან. მისივე თქმით, ნებისმიერი ქალი, რომელიც დღეს პოლიტიკაშია, ირაკლი ღარიბაშვილს ბევრად სჯობს.
“მე, როგორც ქალი, რომელიც პოლიტიკაში ვარ და უნდა გითხრათ, რომ პოლიტიკაში მყოფი ქალები ძალიან ხშირად ხდებიან თავდასხმის ობიექტები. მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, მათ შორის, მმართველი პარტიიდან ქალებს, რომ დაგმონ. ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ იმ სიბინძურეს, რომელიც ხორციელდება ჩვენი ქალი პოლიტიკოსების მიმართ. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ეს არის სამარცხვინო, კომიკური და კარიკატურული ფიგურა. მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი, მივმართავ და ვამბობ, რომ ნებისმიერი ქალი, ქალი პოლიტიკოსი თქვენ გჯობივართ ამ სამარცხვინო და სექსისტური განცხადების გამო. ნებისმიერი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ჩვენს გაერთიანებაშია, გჯობიათ თქვენ ბრძოლით, ეფექტურობითა და განათლებით”,-ამბობს დეკანოიძე.
“მე მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც ჩვენი კანდიდატის ოპონენტი იყო: დაისვენეთ, მე მას ვურჩევდი, რომ მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ქვეყანას”, – ეს განცხადება იმედის ეთერში “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
მან მიხეილ სააკაშვილის კრიტიკისას სექსისტური შეფასებები გამოიყენა სანდრა რულოვსის მისამართით. ღარიბაშვილის თქმით, “მიხეილ სააკაშვილმა ბრძოლაში მეუღლე გამოუშვა”: