ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზელენსკიმ ჩინოვნიკებს მოუწოდა, კაბინეტებში მისი პორტრეტები არ ჩამოიკიდონ

20 მაისი, 2019 •
ზელენსკიმ ჩინოვნიკებს მოუწოდა, კაბინეტებში მისი პორტრეტები არ ჩამოიკიდონ

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინელ პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს მოუწოდა, მისი პორტრეტები კაბინეტებში არ ჩამოიკიდონ.

ზელენკსი ამბობს, რომ პრეზიდენტი არ არის ხატი, რომ მისი გამოსახულება კედლებზე ჩამოკიდონ.

“სჯობს, თქვენი შვილების ფოტოები ჩამოკიდოთ და ყოველდღე მათ გაუსწოროთ თვალი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

საინაუგურაციო გამოსვლის დროს მან ასევე განაცხადა რადას დათხოვნის შესახებ და 2019 წლის 14 ივლისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოწოდებით გამოვიდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი