ახალი ამბები

თსუ-ს სტუდენტები აკადემიური კვლევის დაფინანსებას ითხოვენ

10 ნოემბერი, 2014 •
თსუ-ს სტუდენტები აკადემიური კვლევის დაფინანსებას ითხოვენ

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბათუ კოპალიანმა თქვა, უნივერსიტეტში ნაციონალური მოძრაობის კადრები რჩებიან და შევარდნაძის დროინდელი კადრები ბრუნდებიან. ამის მაგალითად კოპალიანმა როინ მეტრეველი დაასახელა. მისი თქმით, იგი პროგრესსა და კვლევას ეწინააღმდეგებოდა უნივერსიტეტში.

 

აქციის ძირითადი მოთხოვნებია: ცვლილებები თსუ-ში, სამართლიანი აკადემიური კონკურსების ჩატარება და აკადემიური კვლევის დაფინანსება.

 

აქციის დაწყებამდე სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დავით ჩომახიძის კაბინეტში შევიდნენ და 2013-2014 წლების ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა მოითხოვეს. სტუდენტები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტი ბევრ თანხებს ხარჯავს ვიზიტებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი