ახალი ამბები

NDI-ის კვლევით, “იმედს” უფრო მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე “რუსთავი 2-ს”

20 მაისი, 2019 • 2732
NDI-ის კვლევით, “იმედს” უფრო მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე “რუსთავი 2-ს”

NDI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს, 20 მაისს გამოქვეყნდა, “იმედს” ენდობა მოსახლეობის 32%, “რუსთავი 2-ს” – 28%, ტვ “პირველს” კი- 4%. ნდობის 3-3%-იანი მაჩვენებლები აქვთ აზერბაიჯანულ ტელეარხ Az Tv-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველს არხს, სომხურ Armenia Tv-ს კი – 2%.

კვლევის მნიშვნელოვანი მიგნებაა ისიც, რომ არცერთ ტელეარხს არ ენდობა მოსახლეობის 19%.

 

 

 

ამავე კვლევით, მოსახლეობის 72%-სთვის პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად პირველადი წყარო არის ტელევიზია, 21%-სთვის კი -ინტერნეტი/ფეისბუკი. შემდეგ მოდის მეზობლები/მეგობრები – 3%, ოჯახის წევრები – 2%, თანამშრომლები – 1%.

რაც შეეხება გაზეთებსა და ჟურნალებს, აღნიშნული ტიპის მედიაინფორმაციის პირველწყარო მოსახლეობის მხოლოდ 1%-სთვის არის.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი